“სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე”

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” ყირიმში კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს. ამის შესახებ “სუხიშვილები” სოციალურ ქსელში წერენ.

როგორც ისინი ამბობენ, რუსეთში, და მით უფრო მის მიერ ანექსირებულ რეგიონებში, გასტროლებზე წასვლას არ აპირებენ.

“დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში.

2007 წლიდან 2014 წლამდე, ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ:

“სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!” – წერენ სუხიშვილები თავიანთ “ფეისბუქზე”.

მსგავსი თემები