საქართველოს საპატრიარქო საბანკო სექტორს და მოსახლეობას  მიმართავს

რუსეთიდან ტურისტულ ემბარგოსთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო საბანკო სექტორს მიმართავს და სთხოვს, იმ ადამიანების მდგომარეობა გაითვალისწინოს, რომლებიც ტურისტულ სექტორში არიან ჩართულები და კრედიტები აქვთ აღებული.

„ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში. ამიტომაც, ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“ – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

მსგავსი თემები