პარლამენტში ყველა მოხვდება, ვინც 13 400 ხმას მოიპოვებს – კონსტიტუციონალისტის განმარტებები

კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც „ქართული ოცნების“ შეთავაზება ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით განიხილა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, არსებული მოცემულობით, პარლამენტში ყველა შევა, ვინც, დაახლოებით ამომრჩევლების 13 400 ხმას მოიპოვებს.

„ნულოვანი საარჩევნო ზღურბლი ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეთა რამდენ პროცენტს მიიღებს პარტია. ყველა პარტია თუ საარჩევნო ბლოკი, რაც იქნება, ყველა სუბიექტს შეხვდება იმდენი მანდატი, რამდენიც მას ერგება იმ ხმების პროპორციულად რომელიც მან მიიღო. საარჩევნო ზღურბლის არ არსებობის პირობებში არსებობს ერთადერთი ე.წ. ბუნებრივი ზღურბლი. ანუ, ერთი მანდატის ბუნებრივი წონა არის ამომრჩეველთა რაოდენობა გაყოფილი 150 მანდატზე. ჩვენთან, საპარლამენტო არჩევნებში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობს. თუ არჩევნებზე 2 მილიონი ამომრჩეველი მივა, მაშინ ეს ბუნებრივი ზღურბლი იქნება 0,67% და ხმებში ეს არის 13 400 ხმა. ესეიგი, ყველა ის პარტია, რომელიც მიიღებს მინიმუმ 13400 ხმას მიიღებს ერთ მანდატს პარლამენტში. ვინც მიიღებს 2-ჯერ მეტ ხმას ის მიიღებს 2 მანდატს და ა.შ.“ – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც კონსტიტუციონალისტმა აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ბევრად უკეთესი, ვიდრე არსებული სისტემა: “ყველა შემთხვევაში, რაზეც არ უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა, მაინც პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება უკეთესი”.

მსგავსი თემები