უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილეს

აშშ-მა და პოლონეთმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვარშავაში ვიზიტისას უკრაინის საკითხებზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის ესაუბრა. ამით ბლინკენმა ევროპის ქვეყნებში ტურნე დაასრულა.

„ჩვენ, როგორც დასავლელებმა უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. ასევე, ჩვენი აზრით, უნდა გაუქმდეს შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეკონომიკური სანქციები ეფექტურია და მოწოდებას გავცემთ უფრო გადამწყვეტი ზომების მიღების შესახებ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით“- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კიევში უკრაინის ოფიციალურ პირებთან დისკუსიები ჰქონდა უკრაინის საჭიროებებზე.

„ალიანსი მთლიანად არის ჩართული ამ პროცესში, რადგან რასაც ჩვენ ვხედავთ არის რუსული ჰიბრიდული თავდასხმები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან საჭირო ინფორმაციის გაცვლასა და ზომების მიღებაზე, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს ამ თავდასხმების გამო“- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მსგავსი თემები