ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა

ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 800 ადამიანი.  მეწყერებისა და წყალდიდობების გამო, სულ მცირე, 100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის გამო ქვეყნის რამდენიმე ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგიისა მიწოდება.

ჩრდილოეთ ვიეტნამში 200,000 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა განაცხადეს, რომ ვიეტნამს დახმარებას გაუგზავნიან.​​​​​​​​​​​​​​​​

ვიეტნამამდე ტაიფუნი „იაგი“ სამხრეთ ჩინეთსა და ფილიპინებს დაატყდა თავს, სადაც სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანია დაღუპული.

მსგავსი თემები