“უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2025 წლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს”- დენის შმიგელი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2025 წლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს.

“ჩვენი მიზანი ამბიციურია – გვინდა ვიყოთ მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის ბოლომდე, მაგრამ ზოგადად, სტრატეგიულად, გვესმის, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი“ – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები