ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან

  ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. რაც შეეხება პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ის სიის პირველი ნომერია. როგორც ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ვინ იქნება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი?!