ლაშა ტალახაზე “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიშია

  სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიშია. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია.