ქვეყნის მასშტაბით, ხვალ, 11 სექტემბერს იმიტირებული არჩევნები გაიმართება. საქართველოს 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ელექტრონული არჩევნები 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.
იმიტირებული კენჭისყრის დროს, ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო კომისია მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს.
,,ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრის პროცესი, ხვალ, 11:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის შემდგომ პროცედურებს.
26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას,” – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.
იხილეთ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა