ბაგრატის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

  ფიზიკური დაპირისპირება იყო რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძრის ეზოში. კონფლიქტში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე იოანე. კამათის მოტივი სასულიერო პირების ქუთაისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელში გადაყვანა გახდა. საკითხზე საქმის კურსშია საპატრიარქოც, რომლის ზნეობრივი კომისია მომხდარს სწავლობს. არსებული ინფორმაციით, მღვდელმთავარმა იოანემ ქუთაისიდან წყალტუბოს სოფლებში გადაყვანილი სასულიერო პირები ტაძარში დაიბარა, მხარეებს შორის საუბარი კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ,,ტელეფონით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვერ გეტყვი ირაკლი ვერაფერს, ასე ტელეფონით ვერ ავხსნი ვერაფერს”, – ამბობს მამა იაკობ სებისკვერაძე. მამა მატათა ამბობს, რომ დაპირისპირებაზე ინფორმაცია არ აქვს: ,,რამდენიმე ადამიანმა დამირეკა ამის შესახებ, … ვრცლად ბაგრატის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო