საქართველოს ნაკრები დღეს დილით ალბანეთში გაემგზავრა. ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის ჩასატარებლად ჩვენი ფეხბურთელები ტირანაში ჩავიდნენ, სადაც ათ სექტემბერს ალბანელებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ეარ ალბანიას სტადიონზე გაიმართება.
ნაკრებთან ერთად ტირანაში გაემგზავრა ქართული სპორტის ქომაგთა ჯგუფიც, რომლებიც მატჩის დროს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გაამხნევებენ.