პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების დახურვის დღეს ერთმა ქართველმა იასპარეზა – პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა, რაც ისტორიული შედეგია ქართული პარასპორტისთვის. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზა.