“ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ ქარელში წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ქარელში მათ თავს დაესხნენ.
„ქარელის მერის მოადგილის – ვლადიმერ სულაქველიძის მეუღლე. შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე, ფიზიკურად დაგვესხა თავს კონკრეტულ პირთან ერთად. საპატრულო ეკიპაჟი აქ არის, რომელიც არ რეაგირებს. პირიქით, ერთი მათგანი შეიკეტა მარკეტში დამნაშავესთან ერთად. გარშემო არის უამრავი ვიდეოთვალი და არ ხდება არაფერი, საკითხის გასარკვევად. ასევე გვაქვს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციის ინდიფერენტულობის და დამნაშავეებთან ერთად მარკეტში ჩაკეტვის” – წერს ლანა გალდავა.