„ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში“- ირაკლი კობახიძე ორგანიზაციაზე „ჩემი ხმა“ როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ისინი ატარებენ საარჩევნო კამპანიას.
„ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას. შეგიძლიათ ნახოთ მათი ფეისბუქ გვერდი, ისინი დაკავებულები არიან არა დაკვირვებით, არამედ, პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, იმდენად რეპუტაცია შელახულები არიან ეს ადამიანები, რომ ვერავითარ დადებით გავლენს ვერ მოახდენს მათი ჩართულობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შანსებზე, პირიქით, დამატებით ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ ისეთ შედეგს, რომელიც ეკადრება ჩვენს გუნდს და ისეთ შედეგს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის“- განაცხადა პრემიერმა.
“ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ დაკვირვების პროცესში”- ნინო ლომჯარია