„ნაციონალური მოძრაობა“ ომში არა უბედურებას, არამედ – შესაძლებლობას ხედავს”- ბიძინა ივანიშვილი

“საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, პოლიტიკური ძალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი სიტყვით – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ – შესაძლებლობას ხედავს, შესაძლებლობას იმისა, რომ უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, თუნდაც ომის, ანუ საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნდეს”- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარებ ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც მან ხალხთან შეხვედრის დროს აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

„ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, როცა შეგნებულად მოახდინა ომის პროვოცირება, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ, მეორე ფრონტად აქციოს. ეს მათი უცხოელი პატრონების პირდაპირი დაკვეთაა, რაც იდეალურად ერგება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ, ვიწროპარტიულ ინტერესს – ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში. საფრთხე რომ არსებობს, ამას ყველანი კარგად ვხედავთ, რადგან ხელის გულზე დევს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება,  რის წინაშეც ვდგავართ .

მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვერავინ – ვეღარასდროს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს  არა უცხო ძალების მიერ კონტროლირებადი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფო მიტაცებული“- განაცხადა ივანიშვილმა,

 

მსგავსი თემები