„ლატვიის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დრონი ჩამოვარდა“ – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გუშინ აღმოსავლეთ ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მიმდინარეობს გამოძიება. მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან“ – დაწერა მან.
ლატვიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება.