“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს ბესო ქართველიშვილს, რაჭაში ამბროლაურში მის კუთვნილებაში არსებული ავტომობილი დაუზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ენმ-ში აცხადებენ, რომ ამ თავდასხმის მიზეზი არის ის, რომ ბესო ქართველიშვილი, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად გადააგილდება რაჭის სხვადასხვა სოფლებში, სადაც ხვდება მოსახლეობას და უკეთ აცნობს, პარტიის სამომავლო გეგმებს.
“დღეს, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრს ამბროლაურში, ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, რადგან ეს ადამიანი ამ მანქანის მეშვეობით გადაადგილდება ჩვენს სხვადასხვა წევრთან ერთად და ხვდება რაჭის სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში ადგილობრივ მოსახლეობას და აცნობს გეგმებს და ჩვენს დღის წესრიგს. ეს არის ივანიშვილის და მისი ბანდის სახე, არ არიან დაინტერესებულები მშვიდობიანი, სამართლიანი, თანასწორი საარჩევნო გარემოთი და ასეთ ვანდალურ ქმედებებს ახალისებენ. ახლა მოვედით პოლიციაში, თითქოს და დაიწყეს გამოძიება, ცნეს დაზარალებულად ბატონი ბესო, თუმცა დასჯიან თუ არა დამნაშავეს ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი დამნაშავე ზონდერი არ ისჯება, თუმცა 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ მათ პარპაშს” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.