საქართველოს ნაკრების ქომაგები იკრიბებიან

  ვაკის პარკში საქართველოს ნაკრების ქომაგები იკრიბებიან. გულშემატკივრები რამდენიმე წუთში მიხეილ მესხის სტადიონისკენ მსვლელობას გამართავენ. ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი თამაშისთვის ემზადება. საქართველო-ჩეხეთის მატჩი ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება. თამაშის დაწყებამდე, ქართველი ოლიმპილები და პარალიმპიელები მესხის სტადიონზე ქართველი გულშემატკივარის წინაშე წარსდგებიან. ღონისძიება 19:45 საათზე დაიწყება.