თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ნადირაძე იმავე ღამეს გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს ჩაინიშნა.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე