„დარწმუნებული ვარ, მერის ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს“- ზაზა გაბუნია ელექტროავტობუსების იმპორტზე


საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, მიესალმება დედაქალაქის მთავრობის ინიციატივებს, თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 

როგორც “მთავარს” ზაზა გაბუნიამ განუცხადა, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლება არის სწორი და აუცილებლად გასავლელი გზა, ეკოლოგიური მდგომარეობის  გასაჯანსაღებლად.

“დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ეფექტიანად უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შემოთავაზებული ინიციატივების საკანონმდებლო სრულყოფას”, – აცხადებს დეპუტატი.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრთან ერთად შეჯერდნენ, რომ პარლამენტს წარედგინება წინადადება, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ.

 

მსგავსი თემები