F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, წამყვანი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა

CNN -ის ინფორმაციით, F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, წამყვანი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა . გამოცემა უკრაინის თავდაცვით ძალებში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლის უკრაინის თავდაცვით ძალებში არ სჯერათ, რომ ინციდენტის უკან პილოტის შეცდომა დგას. მანამდე გაზეთ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, პილოტის შეცდომის შედეგი იყო. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ მფრინავი ოლექსი მესი რუსული საჰაერო თავდასხმის მოგერიების დროს დაიღუპა.

ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან მიწვეულნი.

პილოტის გარდაცვალება უკრაინისთვის დიდი დარტყმაა. პირველი F-16-ები უკრაინამ მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღო, ხოლო ოლექსი მესი ერთ-ერთი იმ რამდენიმე მფრინავიდან იყო, რომელმაც სპეციალური ტრენინგი გაიარა.

მსგავსი თემები