მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა და უკრაინის სამხედრო ატაშემ, გენერალ-მაიორმა სერგეი კრავჩუკმა ლისის ტბაზე, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
მემორიალთან, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ვეტერანები და მოქალაქეები.
ინფორმაციისთვის, 29 აგვისტო, უკრაინის დამცველების ხსოვნის დღედ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოცხადდა. ლისის ტბაზე, ლისი დეველოპმენტის მხარდაჭერით, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკი, 2023 წლის 29 აპრილს გაიხსნა.