,,საქართველოზე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა” – ბრაჟე

საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ამ წუთებში, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. დიპლომატები მსჯელობენ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის პასუხი ,,ოცნების” მუქარაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება.

,,ჩვენ დღეს, ასევე, ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა. კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით პრობლემა, ვიცით დიაგნოზი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური კუთხით, როგორ წავახალისოთ საქართველო, ასევე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოს წახალისებისთვის”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ.

მსგავსი თემები