ლიეტუვას ყოფილი ელჩი მეგობარ ქვეყანას მოუწოდებს, უფრო აქტიურად ესტუმრონ საქართველოს

საქართველოს ყოფილი ელჩი ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძე სოციალური ქსელის საშუალებით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას თხოვნით მიმართავს.

კერძოდ, დიპლომატი ევროკავშირის წევრ ლიეტუვას მოუწოდებს, ტურისტული მიზნით, უფრო აქტიურად ესტუმრონ საქართველოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა აკრძალა და რუსი ტურისტების საქართველოდან ორგანიზებულად გაყვანა დააანონსა.

მსგავსი თემები