„29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა”- სალომე ზურაბიშვილი

  „29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობასა და ქვეყნის პატრიოტებს ომი გამოუცხადა ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, მან ყველას მოღალატეობა დააბრალა. „მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა, [„ქართული ოცნება“] საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდა შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანთა დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ დიქტატურას, დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ, ქვეყნიდან წასვლის უფლება? არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას … ვრცლად „29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა”- სალომე ზურაბიშვილი