გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება კახეთში ცოფის შემთხვევების დაფიქსირებას და ამბობს, რომ მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა (ლაბორატორიული კვლევის ოქმი #5408 – 05.08.2024; #5522 – 08.08.2024).

დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. ცოფის პრევენციის მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი, ჩატარდა დეზინფექცია, ცხოველთა ჯანმრთელობაზე მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი.

,,არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის ჯანდაცვის სამსახურს.

მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდა 185 000 შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა), მათ შორის, კახეთის რეგიონში ვაქცინირებულია 27 300 ძაღლი და კატა. სააგენტოს მიერ განხორციელებული ვაქცინაცია არის უფასო და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები