“შერი, ფრთხილად იყავი, თბილისში სავარძელში ჩაჯდომით, შესაძლოა, საქართველო დაშალო”! – მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგებელი მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ირონიული მესიჯით ეხმიანება და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხობს.

„მიიღეთ, რაც გინდოდათ? „ოკუპანტი“ უკან იხევს და ქართული ეკონომიკიდან თავისი ტურისტები გაჰყავს?

შერი, ერთადერთი, რაც საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური კოლაფსის ამ ტრაგიკულ მომენტში მოგეთხოვებოდათ, იყო გამოსვლა და იმის თქმა, რომ ქართული ქალაქების ქუჩებში უსაფრთხოების გარანტიებს იძლეოდით, პრეზიდენტის უფლებამოსილებით, ხალხის მიერ ბოძებული ძალაუფლებით. პირადად, ბოლოს და ბოლოს! თუმცა თქვენ წამოიწყეთ ძველი სიმღერა მთავარზე –„ოკუპანტებზე“. ვინ ჩაგაწვეთათ მაინც ეს აზრი?!” – აცხადებს ზახაროვა.

მისი თქმით, “ჰაერში რაღაც პირველყოფილის სუნი ტრიალებს”, ქართველი ხალხი კი მზადაა, ერთმანეთი დახოცოს:

“შედეგი: რეკომენდაცია რუსეთის მოქალქეებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, ავიაბლოკადა და თქვენი ტურისტული კლასტერის ფინანსური დანაკარგები.

ყველაზე საშინელი კი  –  ყველამ უცებ დაინახა, რომ 2019 წელს საქართველოში, მის გულში ხალხი მზადაა, არა მტერი, არამედ ერთმანეთი დახოცოს მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციებს ვერ თოკავს და კანონი მათთვის არ არსებობს! ჰაერში რაღაც პირველყოფილის და საშინელის სუნი ტრიალებს.

არა, მაინც რა ფანტასტიკური პოლიტიკოსები არიან საქართველოში: თავად გადაწყვიტეს ქვეყანაში საპარლამენტო ფორუმის ჩატარება, თავადვე აღშფოთდნენ ამით, თავად დაწყვიტეს ერთმანეთი, ისევე, როგორც 30 წლის წინ, დაივიწყეს კანონი და პოლიტიკური ინსტიტუტები, მეორე დღეს კი მთელი ქვეყანა მოფენილია პლაკატებით „რუსეთია დამნაშავე!”…

დღეს ერთი ათმა კაცმა მაინც მითხრა ერთი და იგივე: „მე კი მათზე ფულს ვხარჯავდი, ვისვენებდი საქართველოში… აწი, ამ პლაკატების შემდეგ, ფეხს აღარ ჩავადგამო“.

და კიდევ, მნიშვნელოვანი გაფრთხილება: მეგობარო, ფრთხილად იყავ, თბილისში სავარძელში ჩაჯდომით, შესაძლოა, საქართველო დაშალო!” – წერს ზახაროვა, საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები