შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის, ამ ეტაპისთვის  დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 225-ე მუხლით მიმდინარეობს.

„აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ასევე, სამართალდამცველებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც. დაზარალებულების ნაწილი მკურნალობას აგრძელებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მიუხედავად გამოყენებული საშუალებებისა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციის და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები. სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას,  ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა“ – განაცხადა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა რაიმე კონკრეტულ ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს შეისწავლის.

მსგავსი თემები