ირაკლი კობახიძის გადადგომა ოფიციალურად დადასტურდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა,  პოლიტიკურმა გუნდა მკაცრი შეფასებები მისცა პარლამენტში განვითარებულ პროცესებს.

„საქართველოს პარლამენტში გამართული ასამბლეის მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი შეფასებები მისცა ამ ყველაფერს. „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს ანგარიშვლადებულების მაღალ სტანდარტს. ამ მაღალი სტანდარტისა და  ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება“ – აღნიშნა კახა კალაძე.  

მსგავსი თემები