„ჩვენ რა ვქნათ უშენოდ ძმაო?!“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმელი ახალგაზრდა თორნიკე კურცხალიძე დაიღუპა. ,,გურია ნიუსის” ცნობით, ბიჭი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, ელექტრობოძს დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოტოციკლისტი გარდაცვლილი დახვდა.

„თოკო, დაუჯერებელია შენი წასვლა. უფალმა ნათელში გამყოფოს“.

„სულ იღიმოდი, მაგარი კაცის სახელი გქონდა ბათუმში… მოუშუშებელი ტკივილი ოჯახის, უბნის, გვარის, მეგობრების“.

,,ჩვენ რა ვქნათ უშენოდ ძმაო?! ჩვენ ხომ ერთად ბევრი გეგმები გვქონდა, ბევრი ბედნიერი დღეები გველოდა წინ. გაგვამწარე ყველა… უშენოდ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება”.

,,ჩემი უსაყვარლესი თორნიკე, როგორ დამწყდა გული თოკო”, – წერენ ახლობლები.

მსგავსი თემები