პუტინმა საკუთარ ჯარს კურსკის ოლქის გათავისუფლება 1 ოქტომბრამდე უბრძანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ ჯარს კურსკის ოლქიდან უკრაინული შენაერთების განსადევნად 1 ოქტომბრამდე მისცა ვადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამავდროულად, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დონბასიდან, განსაკუთრებით ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებებიდან ჯარების მოხსნა და კურსკის მიმართულებაზე გადასროლა აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჯარი კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აგვისტოს განაცხადა, უკრაინული ჯარი 1 250 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

მსგავსი თემები