“უკრაინის თავდასხმების შედეგად კურსკში 17 ადამიანი დაიღუპა”-რუსული მედია

კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ბოლო მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 140-ზე მეტი დაშავებულიდან 75 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 4 ბავშვი“ – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, 12 აგვისტოს რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 121 დაშავდა.

 

 

მსგავსი თემები