ისრაელი აცხადებს, რომ ავიაიერიში განახორციელეს სკოლაზე, სადაც, „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ

ღაზას სექტორში ავიაიერიში განახორციელეს სკოლის შენობაზე, სადაც, მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ზუსტი დარტყმა მიაყენეს ტერორისტებს, რომლებიც მოქმედებდნენ მუსტაფა ჰაფტის სკოლის შენობაში განთავსებულ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრში.

„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ სისტემატურად არღვევს საერთაშორისო კანონს, მხეცურად იყენებს სამოქალაქო ინსტიტუტებს და მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს ტერორისტული საქმიანობისთვის“, – აცადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათი მტკიცებით, ავიაიერიშამდე მიიღეს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების რისკის შესამცირებლად და სამხედროებმა ზუსტი მართვადი ჭურვები გამოიყენეს.

 

მსგავსი თემები