“უმუშევრობის დონე შემცირდა”- “საქსტატი”

  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. „ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა. 2024 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან … ვრცლად “უმუშევრობის დონე შემცირდა”- “საქსტატი”