ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა

  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა. სახელმწიფო მდივანი, დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს. „მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს აუცილებლობას, რომ რეგიონის ყველა მხარემ თავი აარიდოს ესკალაციას ან სხვა ქმედებებს, რამაც შეიძლება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხაროს“ – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, აშშ-მა, კატარმა და ეგვიპტემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ისრაელსა და „ჰამასს“ ე.წ. დამაკავშირებელი წინადადება წარუდგინეს, რათა „დარჩენილი განსხვავებები კიდევ უფრო შემცირდეს, რომ შეთანხმების სწრაფი განხორციელება მოხდეს“. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოჰაში, ორი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებები „სერიოზული … ვრცლად ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა