,,უკრაინელები კურსკის ოლქში დამატებით 1-3 კმ-ით დაწინაურდნენ” – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსეი სირსკის ცნობით, კურსკის ოლქში ჯარები დამატებით 1-3 კილომეტრით დაწინაურდნენ. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა.

,,ჯარები მოწინააღმდეგის მხარეს გარკვეული მიმართულებით 1-დან 3-კილომეტრამდე დაწინაურდნენ. ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ბრძოლები მიმდინარეობს. საერთო ჯამში, სიტუაცია კონტროლირებადია”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე სეიმზე ლოჯისტიკური მნიშვნელობის ხიდიც ააფეთქეს.

მსგავსი თემები