,,კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება. ამან შესაძლოა, ქართველ ხალხს EU-ს წევრობა წაართვას” – სენატორი კარდინი

,,რუსული კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება. ამან შესაძლოა, ქართველ ხალხს EU-ს წევრობა წაართვას”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი X-ზე წერს.

,,ვწუხვარ, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება… შესაძლოა, ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობა წაართვას, რაც მძიმე შეცდომა იქნება. ძალიან დაგვიანებული არ არის, რომ საქართველოს პარლამენტმა გეზი შეიცვალოს”, – დაწერა კარდინმა.

მსგავსი თემები