„ირაკლი კობახიძემ რუსულ დელეგაციას პირდაპირ უთხრა, რომ ისინი არავითარი მართლმადიდებლები და ქრისტიანები არ არიან, სანაცვლოდ, პროვოკაცია მიიღო“ – ჯემალ გამახარია

  •  

„ის რაც მოხდა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გარეშე ვერ განხორციელდებოდა“ – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და არ გამორიცხავს, რუსი დეპუტატის პროვოკაციული ქმედება ირაკლი კობახიძის განცხადებების პასუხი იყოს. აღნიშნული განცხადებს ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ვიყავი მიწვეული ამ ასამბლეის გახსნაზე, მაგრამ ამას წინ უძღოდა ბატონ გავრილოვის სრულიად აღმაშფოთებელი და ყოვლად მიუღებელი განცხადება, მოსკოვში გაკეთებული წინა დღით, სადაც საუბრობდა იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ჩვენ, ვითომ, უნდა მივიღოთ. ვყოყმანობდი წავსულიყავი თუ არა. მაგრამ რადგან მიწვეული ვიყავი დავესწარი ამ ღონისძიების გახსნას. როდესაც მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნა. ირაკლი კობახიძემ ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი. მან პირდაპირ თქვა, ძალიან დიპლომატიურად, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვინ არის ოკუპანტი და ამ ქმედებას არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან. ანუ იმ რუსულ დელეგაციას უთხრა, რომ თქვენ არანაირი ქრისტიანები და მართლმადიდებლები არ ხართ. ამის შემდეგ მე მომეხსნა ყველანაირი კომპლექსი და არანაირ გართულებას არ ველოდებოდი რადგან სათქმელი ითქვა. ირაკლი კობახიძემ, რუსულ დელეგაცია 23 სახელმწიფოს თანდასწრებით, პირდაპირ უთხრა სათქმელი. ამის მეტი რა უნდა ეთქვა პარლამენტის თავმჯდომარეს“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

აფხაზეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, ის, რაც შემდგომ პარლამენტში მოხდა, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის გამო განხორციელებული პროვოკაციული ქმედება იყოს.

„არ გამოვრიცხავ, ეს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული აქტი იყოს და პასუხი იმაზე, რაც ირაკლი კობახიძემ რუსულ დელეგაციას უთხრა“.

მსგავსი თემები