ფიზიკური დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი იყო თურქეთის პარლამენტში

ფიზიკური დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი იყო თურქეთის პარლამენტში. მედიის ცნობით, დაპირისპირება, ცხარე დებატების შემდეგ, მაშინ დაიწყო, რაც ერდოღანის მმართველი პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატის გათავისუფლებაზე, რაც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნაა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება დეპუტატ ჯან ათალაის საქმეს, რომელიც თურქეთის მუშათა პარტიის წევრია და პარლამენტის წევრად გასული წლის არჩევნებზე აირჩიეს. 2013 წელს მას ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი თემები