გლდანის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.