აშშ-ში ქარიშხალ “ერნესტოს” მოახლოებისთვის ემზადებიან. ქარიშხალი ,,ერნესტო” ბერმუდის კუნძულებისკენ მიემართება. BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალმა პუერტო-რიკოში როგორც საცხოვრებელ სახლები, ასევე მრავალი საწარმოც ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
,,ერნესტო” პუერტო-რიკოს გავლით, კარიბული კუნძულის ბერმუდების მიმართულებით გადაადგილდება. ,,ერნესტო” მეორე კატეგორიის ქარიშხალამდე გაიზარდა.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის (NHC) განცხადებით, პარასკევ-შაბათს,”ერნესტოს” მეტ გაძლიერებას ელიან, ასევე აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ მოსახლოდნელია საფრთხის შემცველი შტორმი დიდი და დამანგრეველი ტალღებით, ასევე – სანაპირო წყალდიდობები.