დაშავებული პოლიციელები და რიგითი მოქალაქეები, დამტვრეული მანქანა და ინვენტარი – მოწოდება ისევ შეკრებისკენ

რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია 90-იანი წლებს იმ მძიმე წარსულს ჰგავს, რაც ქართველმა ხალხმა გადაიტანა. ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი და დაანონსებული აქცია შეტევაში გადაიზარდა, შედეგად კი დაშავებული სამართალდამცველები და რიგითი მოქალაქეები, გამოყენებული ცრემლსადენი აირი, დამტვრეული ინვენტარი და უმართავი პროცესები მივიღეთ.

ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალისტები და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ. მობილიზებულები არიან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც წუხანდელი დაპირისპირების კვალს შლიან. გაღიზიანებულმა და უმართავმა ახალგაზრდა აქციის მონაწილეებმა შტურმი ერთ-ერთი ავტომანქანაზეც მიიტანეს, გადააბრუნეს და დაამტვრიეს. ასევე, შევარდნენ რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ოფისში, საიდანაც პარტიის ატრიბიტიკა გადმოყარეს, დაამტვრიეს და დაწვეს.

მსგავსი თემები