„არ დავიშლებით, არ დავიშლებით“ – პარლამენტთან 38 პოლიციელი დაშავდა

პარლამენტის წინ პროტესტი გრძელდება. ოპოზიციის ლიდერები პარლამენტთან ამ წუთებში დაბრუნდნენ. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, არსად წასვლას აპირებს.

„არ დავიშლებით, არ დავიშლებით, სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“ – აღნიშნა მან.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაშავდნენ როგორც სამართალდამცველები, ისე რიგითი ადამიანები.

დაშავებულია 38 სამართალდამცავი და 14 რიგითი მოქალაქე. მათ მოსანახულებლად, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო და მასთან ერთად, ახალი მინისტრის მივიდა.

მსგავსი თემები