ოპოზიციამ ტერიტორია დატოვა, პარლამენტთან მხოლოდ აქტივისტები რჩებიან

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს. ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მას შემდეგ გავიდნენ, რაც სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები პარლამენტთან არ ჩანან, იქ მხოლოდ რიგითი მოქალაქეები არიან. არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტის წინ არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერების მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა არაერთხელ სცადეს. სპეცდანიშნულების რაზმმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვეს, ისინი არავის უნახავს. ადგილზე მხოლოდ აქტივისტები რჩებიან, რომლებიც სამართალდამცველების მიმართულებით, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავენ, ბოთლებსა და სხვა იმ ნივთებს ისვრიან, რაც ხელში მოხვდებათ.

“სად არის ის ხალხი, ის პოლიტიკოსები ვინც ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა? თავად არ არიან და ეს ხალხი მიტოვებულია. სწორედ პოლიტიკოსების განცხადებების გამო გამოვიდნენ ისინი ქუჩაში, თუმცა, დღეს ამ ლიდერების გარეშე დარჩნენ” – აცხადებს ექსპერტი სამხედრო საკითხევბში, ამირან სალუქვაძე.


მსგავსი თემები