ამერიკის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ამერიკის საელჩო, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო ორივე მხარეს, სიმშვიდისკენ და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.

“ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები