ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, აქცია იშლება

პარლამეტის შენობის წინ ვითარება დამძიმდა. სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. რამდენიმე დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს და გადაიყვანეს. ადგილზე დარჩენილები კი სამართალდამცველებს იმ ნივთებს ესვრიან, რაც ხელში მოხვდებათ.

სამართალდამცველებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციის მოწოდებით, აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის შენობაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე საკმაოდ მძაფრი სუნი დგას.

მსგავსი თემები