„ყველა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“ – შს მინისტრი

“ის, რაც ხდება ეს ტრაგედიაა. მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, თუმცა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ფიზიკური შეტევა, მოწოდება მსგავსი შეტევის განხორციელებაზე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ტრაგიკული შემთხვევა და თავდასხმა პოლიციასა და პარლამენტზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს, ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვ და მოვუწოდებ, პატივი სცენ პოლიციელებს და მივცეთ საშუალება ღირსეულად შეასრულონ თავისი ფუნქცია. ამის შემდეგ, ყველა ჩვენგანი შევძლებთ, წყნარად და მშვიდად ვისაუბროთ“ – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობაში გააკეთა.

„როცა საჭირო იქნება მაშინ გადავდგები“, – ასე უპასუხა მინისტრმა ოპოზიცის დეპუტატ სალომე სამადაშვილს, რომელმაც მას თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა.

მსგავსი თემები