აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ – არიან დაშავებულები

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში შეჭრას ცდილობენ. სამართალდამცავები ცდილობენ შენობა გაამაგრონ და პროტესტანტებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ.

აქციის მონაწილეებმა, პოლიციას პოლიეთილენის ბოთლები დაუშინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაშავებულები.

აქციის მონაწილეებმა 1 საათი მისცეს დრო, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ლევან იზორიას, რომ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთონ.

პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.


მსგავსი თემები