პარლამენტი ოპოზიციამ დაიკავა, ულტიმატუმი გრძელდება

პარლამენტის სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაიკავეს. ისინი ულტიმატუმის შესრულებას ითხოვენ და დარბაზიდან მანამ არ გამოვლენ, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგება.

მათი განცხადებით, სწორედ ირაკლი კობახიძემ, პოლიტიკური თანამდებობით უნდა აგოს პასუხი იმ ქაოსზე, რაც დღეს ქვეყანაში შეიქმნა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასევე გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ოკუპანტების მიერ მოკლული გიორგი ანწუხელიძის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და სხვა მსხვერპლი მეომრების ფოტოები.

რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, იქ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი და მათი მხარდამჭერებია მობილიზებული და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

პარლამენტის ეზოში, ასევე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.


მსგავსი თემები