დევნილი ბავშვებისთვის ეკო გაკვეთილები ჩატარდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, დიდი ლიახვის ხეობიდან და ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის, შიომღვიმეს მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდს ტერიტორიაზე,  ეკო – გაკვეთილი გაიმართა.

სააგენტოს მეტყევე – ენტომოლოგმა ბავშვებს  საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე,    ქვეყანაში ფართოდ გავრეცელებულ და ასევე,  წითელ ნუსხაში შესულ სახეობებზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. დღესვე,  სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა  მოსწავლეები  „ნორჩი მეტყევის’’  სერთიფიკატით დააჯილდოვა.

როგორც სატყეო სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს,  მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და გარემოში ქცევის წესების დამკვიდრებას. 

მსგავსი თემები